среда, 11 марта 2009 г.
суббота, 28 февраля 2009 г.
სოფიო ბერძნული სტყვაა და ნიშნავს "სიბრძნე"-ს. შევადაროთ მეცნიერების სახელწოდება ფილოსოფია. სოფისტები ერქვათ ერთ-ერთი ბერძნული ფილოსოფიური სკოლის მიმდევრებს.
ბულგარეთის დედაქალაქში არის წმინდა სოფიოს სახელწოდების ტაძარი, რომლისგანაც ამ ქალაქს მიუღია სახელი – სოფია.
ამ პროექტში როდესაც ჩავერთე, მუშაობის პროცესში შევიტყვე, რომ სოფიო წმინდანის სახელია.
წმინდა სოფია და მისი ქალიშვილები არ მალავდნენ, რომ ქრისტიანები იყვნენ, რის გამოც ისინი იმპერატორ ადრიანესთან დაასმინეს. იმპერატორის ბრძანებით წმინდანები რომში ჩაიყვანეს. თავიდან მეფე ცდილობდა, ლიქნით გადაებირებინა ქალწულნი, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ საშინლად აწამა ისინი. პისტი ამ დროს 12 წლისა იყო, ელპიდი - 10, ხოლო აღაპი 9.
წმინდა სოფიოს უფრო მკაცრი განაჩენი გამოუტანა იმპერატორმა. მას აიძულებდნენ, ეყურებინა, როგორ აწამებდნენ მის შვილებს. საბოლოოდ, ქალწულებს თავები მოჰკვეთეს და დედას უბრძანეს, თავად დაემარხა მათი სხეულები. წმინდა სოფიომ შეაგროვა შვილების ნაწამები სხეულები და ქალაქის გარეთ დაკრძალა. ის სამი დღის განმავლობაში არ მოშორებია მათ საფლავს. მესამე დღეს კი თავადაც აღესრულა. მორწმუნეებმა წმინდა სოფიო ქალიშვილების გვერდით დაასაფლავეს. წმინდა მოწამეთა წმინდა ნაწილები 777 წლიდან ელზასში, ეშოს ეკლესიაში განისვენებს. მათი ხსენების დღეა 30 სექტემბერი.
სოფიო ბევრ ცნობილ ადამიანს ერქვა და ჰქვია. ერთერთია სოფიკო ჭიაურელი.
სოფიკო ჭიაურელი დაიბადა თბილისში 1937 წლის 21 მაისს, ლეგენდარული მსახიობის ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში. ჰყავდა ორი ძმა: ოთარ ჭიაურელი (1915-1964) და რამაზ ჭიაურელი. სოფიკო ასევე განთქმული კინორეჟისორი გიორგი დანელიას დეიდაშვილი იყო (ვერიკო ანჯაფარიძის მხრიდან).
შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კონოფილმში და სპექტაკლში, შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით ”საუკეთესო ქალის როლისთვის” საერთაშორისო კონკურსებზე.
გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 71 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.
ჩემი სახელი ჰქვია მსოფლიოში ცნიბილ იტალიელ თეატრისა და კინოს მსახიობს სოფი ლორენს.
სოფი ლორენი დაიბადა 1934 წლის 20 სექტემბერს. მას აქვს მოპოვებული ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო ოსკარი და საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც იტალიური კინოს საუკეთესო მსახიობი.
ასევე სოფიო ჰქვია ერთერთ ქართველ მომღერალს სოფო ხალვაშს.
სოფო ხალვაში დაიბადა 1986 წლის 31 მაისს, ბათუმში. იგი იყო ევროვიზია 2007-ის საქართველოს წარმომადგენელი. 2006 წელს გაემგზავრა ლატვიაში ქალაქ იურმალაში, სადაც კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა. მომღერალს ფესტივალმა "ახალმა ტალღამ" საკმაოდ დიდი პოპულარობა მოუტანა არა მარტო სამშობლოში არამედ მის ფარგლებს გარეთაც...